მექსიკის პრეზიდენტი - ჩვენ არ გვწამს მიდგომის - „თვალი თვალის წილ“, ეს ყოველთვის ცუდ ვითარებამდე მიგვიყვანს, საქმე არა აშშ-ისთვის სამაგიეროს გადახდაში, არამედ იმაშია, რა არის საუკეთესო მექსიკისთვის
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა არ იზიარებს „თვალი თვალის წილ“ მიდგომას აშშ-ის ტარიფების მიმართ, თუმცა მზად არის, სტრატეგიულად უპასუხოს.
„ჩვენ არ გვწამს მიდგომის – „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, რადგან ეს ყოველთვის მიგვიყვანს ცუდ ვითარებამდე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. საქმე არ არის აშშ-ისთვის სამაგიეროს გადახდაში, არამედ იმაშია, რა არის საუკეთესო მექსიკისთვის და როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას“, – განაცხადა შეინბაუმმა.
კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ არსებობს ნარკოტიკებით სავარაუდო მოვაჭრეების დამატებითი სიები აშშ-ში ექსტრადიციისთვის, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ძალისხმევის გაგრძელებაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა მექსიკა, რომ საკმარისად არ მუშაობენ ნარკოტიკებით ვაჭრობის, განსაკუთრებით აშშ-ში ფენტანილის გადატანის შესაჩერებლად. მიმდინარე წლის დასაწყისში მექსიკამ აშშ-ის ნარკოკარტელებთან დაკავშირებული 30-მდე პირი გადასცა.