მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მიგრანტების შესაჩერებლად რამდენიმე ასეული სამართალდამცველი გააგზავნა
მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მიგრანტების შესაჩერებლად რამდენიმე ასეული სამართალდამცველი გააგზავნა

მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში არსებულ საზღვარზე მიგრანტების ქარავნების შესაჩერებლად რამდენიმე ასეული სამართალდამცველი გააგზავნა.

ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მიიღო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ ამერიკაში ორი დიდი ქარავანი ჩრდილოეთისკენ მიემართება. მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია.

მიგრანტები ამჟამად გვატემალაში იმყოფებიან და მექსიკის გავლით შტატებში გადასვლას აპირებენ. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკასთან არსებული საზღვრის დახურვით დაიმუქრა.

თეთრი სახლის ლიდერმა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად და საზღვრის ბოლომდე დასახურად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.

ამასთან ერთად, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიგრანტების ქარავანს გაატარებენ, აშშ-ის ლიდერი ფინანსური დახმარების შეწყვეტით იმუქრება.