მექსიკის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის საზღვართან მდებარე ბარის განზრახ დაწვაში, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის საზღვართან მდებარე ბარის განზრახ დაწვაში, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბარის განზრახ დაწვაში, რასაც აშშ-ის საზღვართან მდებარე ბარში 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მექსიკის სონორას შტატში მოხდა, რომელიც არიზონას ესაზღვრება.

მექსიკის სონორას შტატის პროკურატურის ცნობით, მამაკაცმა ბარი მას შემდეგ დაწვა, რაც ის დაწესებულებიდან შეუსაბამო ქცევის გამო გააძევეს, მან შენობის კარის მიმართულებით ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის არის აშშ-ის მოქალაქე, ასევე 17 წლის მოზარდი. დაშავებულია ექვსი ადამიანი, სამი მათგანი სამკურნალოდ ამერიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.