მექსიკის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა
მექსიკის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა

მაქსიკის უმაღლესმა საფეხბურთო დივიზიონმა (Liga MX) თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

წელს  ჩემპიონი გამოვლენილი არ იქნება, კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე კი ამ ქვეყანას ორი გუნდი, „კრუს ასული“ და „ლეონი“ წარადგენენ, რომლებიც, შეწყვეტის მომენტისთვის, პირველობის  ცხრილში პორველ და მეორე ადგილებს იკავებდნენ.