მექსიკაში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, დაიღუპა 17 ადამიანი
მექსიკაში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, დაიღუპა 17 ადამიანი

მექსიკაში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, დაიღუპა 17 ადამიანი.

სტიქია იდალგოს შტატს დაატყდა თავს. უხვი ნალექის გამო მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად მოქალაქეების დიდი ნაწილი ელექტროენრგიის გარეშე არიან დარჩენილები.

ქალაქ ტულაში საავადმყოფოს დატბორვის შედეგად 17 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ კოვიდინფიცირებულებიც. მაშველებმა 40 ადამიანის ევაკუაცია დროულად მოახერხეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნავი, რომლითაც მაშველებს შტატის გუბერნატორი გადაჰყავდათ, ჩაიძირა. თავად გუბერნატორი არ დაშავებულა.

წყალდიდობის დაზარალებულ რაიონებში მობილიზებულები არიან სამხედროები. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთა სახლებსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება, დროებით თავშესაფრებში გადავიდნენ.

გავრცელებული ცნობით, სტიქიის შედეგად 30 000 ადამიანი დაზარალდა.