მექსიკაში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

08:07, 04.06.2019

მექსიკის ხალისკოს შტატში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ამას გარდა, დაკარგულად ითვლება ათი მოქალაქე.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე სან-გაბრიელი კალაპოტიდან გადმოვიდა და ამავე სახელწოდების მქონე პატარა ქალაქი დააზარალა. დაზიანებულია მანქანები და საცხოვრებელი სახლები.
მექსიკის ეროვნული მეტეოროლოგიური კომისიის ცნობით, ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის სხვა შტატებშიცაა მოსალოდნელი.

მსგავსი