მექსიკაში, ტყის მასივზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, ტყის მასივზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ტყის მასივზე ხანძარმა სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერი სტიქია მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს მძვინვარებს. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

რეგიონში ტყის ხანძარი თავდაპირველად ქალაქ ტიხუანასთან ახლოს მდებარე ტყეში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძარმა 14 ათასი ჰექტარი მონაკვეთი უკვე გადაწვა. მისი გაუვნებელყოფისთვის 200-მდე მეხანძრეა მობილიზებული.