მექსიკაში „რუსი ნაცისტის“ სახელით ცნობილ რუსეთის მოქალაქეს მკვლელობისთვის 37,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მექსიკაში „რუსი ნაცისტის“ სახელით ცნობილ რუსეთის მოქალაქეს მკვლელობისთვის 37,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მექსიკის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, ალექსეი მაკეევს მკვლელობისთვის 37 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანის სამსახური მექსიკის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლო მაკეევს ასევე მოკლულის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 405 ათასი პესოს (დაახლოებით 22 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა.

მექსიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია, მოითხოვოს მისი რუსეთისთვის გადაცემა, სასჯელის სამშობლოში მოსახდელად. თუმცა როგორც მექსიკაში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, მაკეევს ჯერ ასეთი თხოვნით არ მიუმართავს.

ალექსეი მაკეევი ლათინოამერიკულ მედიაში „რუსი ნაცისტის“ სახელით არის ცნობილი. ის მექსიკელების შეუარცხმყოფელი და მათ მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოებს ინტერნეტში აქვეყნებდა, ჩანაწერებს კი თან ნაცისტურ სიმბოლიკას ურთავდა.

2017 წლის 19 მაისს ცნობილ საკურორტო ქალაქ კანკუნში მაკეევის საცხოვრებელ სახლს ალყა შემოარტყეს და რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. დაპირისპირების დროს ერთი მექსიკელი გარდაიცვალა, თავად მაკეევმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ის დააპატიმრეს და განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.