მექსიკაში პოლიციასა და ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დაიღუპა

14:00, 01.12.2019

მექსიკაში პოლიციასა და ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ოთხი პოლიციელია. ინციდენტი აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელები ნარკოტიკების ვაჭრობაში ჩართული დაჯგუფების წევრებს ქალაქ ვილა იუნიონში დაუპირისპირდნენ.

ორმხრივი სროლის დროს დანაშაულებრივი დაჯგუფების 10 წევრი მოკლეს. დაიღუპა ოთხი პოლიციელი. კიდევ ექვსი სამართალდამცავი დაჭრილია.

მსგავსი