მექსიკაში, პიროტექნიკის საწყობში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში, პიროტექნიკის საწყობში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, პიროტექნიკის საწყობში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც.

ინციდენტი ტულტეპეკის მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველ აფეთქებას რამდენიმე წუთში, როდესაც ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ, მეორე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ამ მომენტისთვის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.

ტულტეპეკის მუნიციპალიტეტი პიროტექნიკის წარმოებით არის ცნობილი. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, კი მსგავსი ტრაგედიები საკმაოდ ხშირად ხდება. ბოლო აფეთქება ივნისის ბოლოს მოხდა. მაშინ ინციდენტს ორი ადამიანი შეეწირა, 6 კი დაშავდა.

2016 წლის დეკემბერში კი ტულტეპეკის მუნიციპალიტეტში, პიროტექნიკის გამოფენაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.