მექსიკაში, პიროტექნიკის საწარმოში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, პიროტექნიკის საწარმოში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, მეხიკოს შტატის ტულტეპეკის მუნიციპალიტეტში, პიროტექნიკის საწარმოში აფეთქება მოხდა.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, ექვსმა კი, დაზიანებები მიიღო. ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

საგანგებო სამსახურების ცნობით, საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.

ამჟამად სამართალდამცველები აფეთქების მიზეზების დადგენას ცდილობენ.

ამასთან, 2016 წლის დეკემბერში ტულტეპეკში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა.