მექსიკაში „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს
მექსიკაში „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს

მექსიკაში „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ პროდუქტი მეორე ვაქცინაა, რომელიც მექსიკაში დაამტკიცეს. მანამდე კი, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში მხოლოდ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა გამოიყენებოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უგო ლოპეს-გატეიმ „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამტკიცებას კარგი სიახლე უწოდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, მან მექსიკის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ არაერთხელ მოუწოდა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 1.45 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის პანდემიამ 127 757 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.