მექსიკაში ნარკომოვაჭრეებმა 14 პოლიციელი მოკლეს

12:57, 15.10.2019

მექსიკაში ნარკომოვაჭრეებმა 14 პოლიციელი მოკლეს. ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

„ბიბისის“ ცნობით, ნარკომოვაჭრეების დაჯგუფების წევრები სამართალდამცავების ესკორტს ჩაუსაფრდნენ და ესროლეს.

გამოძიების ცნობით, პოლიციელები მიჩოაკანის შტატში მიემგზავრებოდნენ, რათა სასამართლოს ვერდიქტი აღესრულებინათ.

პოლიციელების მკვლელობას წინ უძღოდა სამართალდამცავების სპეცოპერაცია, რა დროსაც ნარკომოვაჭრეთა გავლენიანი დაჯგუფების ლიდერი მოკლეს.

მსგავსი