მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახაკას შტატში დაფიქსირდა.

მიწისძვრამ ორი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 55 საგანმანათლებლო დაწესებულება დააზიანა. ასევე სამედიცინო დაწესებულებები, საიდანაც პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

მიწისქვეშა ბიძების შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო რამდენიმე მთიანი სოფელი გარესამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ მეხიკოშიც. სტიქიის შედეგად ქალაქში 30-ზე მეტი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.