მექსიკაში მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომობილის ავტოკატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა

10:39, 08.03.2019

მექსიკაში მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომობილის ავტოკატასტროფას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოალოს დასახლებაში, გვატემალის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

სატვირთო ავტომობილმა, რომელიც საიდენტიფიკაციო ნომრების გარეშე მოძრაობდა, მართვა დაკარგა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი