მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირებისას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

10:11, 13.04.2018

მექსიკის ქალაქ რეინოსაში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ოთხი მამაკაცი და ორი ქალია. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტამაულიპასის შტატის პროკურორმა განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან სამი ინციდენტის ადგილის სიახლოვეს მუშაობდა, დანარჩენი კი, ერთი ოჯახის წევრები, შემთხვევითი გამვლელები არიან.

აშშ-სთან მოსაზღვრე დასახლებაში ერთმანეთს ორი ნარკოკარტელი – „ლოს სენტას“ და „ყურე” უწევს კონკურენციას. დაჯგუფებები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით არიან დაკავებული.

მსგავსი