მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 6 426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 719 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 6 426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 719 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 6 426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსს 719 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 1 025 969 შემთხვევა, მათ შორის 100 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მექსიკაში ინფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.