მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:27, 23.09.2020

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 75 ათასს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 74 348 ადამიანი.

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში ვირუსის 4 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 651 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დიაგნოზი მექსიკაში სულ 705 263 ადამიანს დაუდგინეს. ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, თუმცა არასაკმარისი ტესტირების გამო, მათი გამოვლენა ვერ ხერხდება.

მსგავსი