მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს მიაღწია
მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს მიაღწია

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს 1328 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებია. ქვეყანამ კორონავირუსის დასამარცხებლად, ჩინეთთან „სინოვაკის“ ვაქცინის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა.

მექსიკა ლათინურ ამერიკაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.