მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა
მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 534 ადამიანი. დაავადებას სულ 70 183 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი მექსიკაში 5 935 ადამიანს დაუდგინდა. სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 658 299 შემთხვევა.