მექსიკაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა
მექსიკაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა

მექსიკაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 736 ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რიცხვმა კი, 25 060-ს მიაღწია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსი უკვე 202 951 ადამიანს დაუდასტურდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკის მთავრობაში განაცხადეს, რომ ინფექციების რეალური რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადასტურებულ შემთხვევებს.