მექსიკაში კორონავირუსის 8 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 პაციენტი გარდაიცვალა
მექსიკაში კორონავირუსის 8 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 პაციენტი გარდაიცვალა

მექსიკაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 000-ს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 659 პაციენტი გარდაიცვალა და 8 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 1 771 740-ს მიაღწია. თუმცა, ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.