მექსიკაში კორონავირუსის 4 853 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 274 ადამიანი

11:17, 03.08.2020

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4 853 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სიენენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მექსიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 439 046 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ს 274 ადამიანი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში 47 746-ს აღწევს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვით მექსიკა მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

მსგავსი