მექსიკაში კორონავირუსის 4 614 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 232 პაციენტი

08:24, 07.09.2020

მექსიკაში კორონავირუსის 4 614 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 232 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსი 634 023 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 67 558 გარდაიცვალა.

მსგავსი