მექსიკაში კორონავირუსის 1 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 127 პაციენტი გარდაიცვალა
მექსიკაში კორონავირუსის 1 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 127 პაციენტი გარდაიცვალა

მექსიკაში კორონავირუსის 1 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 127 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით, ოფიციალურად აღრიცხულია 2.3 მილიონი შემთხვევა. აქედან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 212 466 ადამიანისთვის. თუმცა, ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია.