მექსიკაში კერძო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა
მექსიკაში კერძო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში კერძო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი (Bombardier Challenger 601) აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასიდან მექსიკის ნუევო ლეონის შტატის ქალაქ მონტერეიში მიფრინავდა.

მფრინავი დისპეტჩერს უკანასკნელად მაშინ დაუკავშირდა, როდესაც თვითმფრინავი მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კოაუილას შტატში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე 11 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლას ვეგასში კრივის შეჯიბრზე დასასწრებად იმყოფებოდნენ.

მექსიკის ხელისუფლებამ თვითმფრინავის საძებნად მაშველები და სამხედროები გაგზავნა.

დატოვე კომენტარი