მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე ექვსი მამაკაცის გვამი იპოვეს
მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე ექვსი მამაკაცის გვამი იპოვეს

მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე ექვსი მამაკაცის გვამი იპოვეს. მედიის ცნობით, ცხედრები სამი სხვადასხვა ხიდიდან იყო გადაკიდებული.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების ცნობით, სამივე ხიდი ტურისტულ ზონაშია. ისინი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივ ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებში კონკურენტების დასაშინებლად გვამების საჯარო ადგილებში ჩამოკიდება გავრცელებული ხელწერაა.

მექსიკაში ნარკომოვაჭრეთა მიერ ჩადენილი მკვლელობებით 2017 წელი ყველაზე ძალადობრივ წლად შეიძლება ჩაითვალოს.

მკვლელობების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დრამატულად გაიზარდა. მხოლოდ ოქტომბრის თვეში კალიფორნიის ნახევარკუნძულზე 409 ადამიანი მოკლეს, როცა 2016 წელს მთელი წლის მაჩვენებელი ჯამში 192 იყო.

დატოვე კომენტარი