მექსიკაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 479 ინფიცირებული გარდაიცვალა
მექსიკაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 479 ინფიცირებული გარდაიცვალა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 2 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 479 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 62 527-ს აღწევს, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი 6 989-ია. მექსიკის ჯანდაცვის სისტემა პანდემიის გამო გადატვირთულია და ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატები  საკმარისი არ არის.

დატოვე კომენტარი