მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავრუსი 2 973 ადამიანს დაუდასტურდა
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავრუსი 2 973 ადამიანს დაუდასტურდა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავრუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 2 973 ადამიანს დაუდასტურეს. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 59 567 შემთხვევა.

ლათინურ ამერიკაში მექსიკა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა ბრაზილიისა და პერუს შემდეგ.

ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 420-ით გაიზარდა და ჯამში 6 510 შეადგინა.