მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 182 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 201 პაციენტი
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 182 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 201 პაციენტი

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 201 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რეგისტრირებულია კორონავირუსის 684 113 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით მექსიკა მსოფლიოში მეშვიდე, ხოლო ლათინურ ამერიკაში მეოთხე ადგილს იკავებს.

მექსიკაში, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 72 179 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.