მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1 092-ით გაიზარდა
მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1 092-ით გაიზარდა

მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 1 092-ით გაიზარდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღის მონაცემებთან შედარებით, მექსიკაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 101 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი კი, დაიღუპა.

პირველ ივნისს მექსიკის ხელისუფლებამ ინდუსტრიული და ბიზნეს საქმიანობის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო.