მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 860 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი კი გარდაიცვალა
მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 860 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი კი გარდაიცვალა

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში დაინფიცირების 5 860 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 635 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში ახალი კორონავირუსი 1 003 253 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 98 259 გარდაიცვალა.