მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

10:30, 07.11.2021

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა ექვს მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა დედაქალაქ მეხიკოსა და პუებლას შტატის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ავარიის შედეგად მანქანებს ცეცხლი წაეკიდა. მათი ნაწილი მთლიანად განადგურდა.

მსგავსი