მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

მექსიკის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრა ოახაკას შტატში, ადგილობრივი დროით 10:29 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 400 მილის დაშორებით მდებარე დედაქალაქ მეხიკოშიც.

მიწისძვრამ ოახაკას შტატის მთიან რაიონებში მდებარე სოფლებში ნგრევა გამოიწვია. დანგრეულია სამედიცინო დაწესებულებებიც. ზოგიერთი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ოახაკას სანაპიროზე მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამიც გამოიწვია, ტალღების სიმაღლე დაახლოებით 60 სანტიმეტრს აღწევდა. არსებული ინფორმაციით, ცუნამს მსხვერპლი არ მოჰყოლია.