მექსიკაში 16 წლის ფეხბურთელი მოკლეს, მეგობრები მას სიკვდილის შემდეგ გოლის გატანაში დაეხმარნენ (ვიდეო)
მექსიკაში 16 წლის ფეხბურთელი მოკლეს, მეგობრები მას სიკვდილის შემდეგ გოლის გატანაში დაეხმარნენ (ვიდეო)

მექსიკაში უცნაურად მიაგეს პატივი 16 წლის ფეხბურთელ ალექსანდრ მარტინესს, რომელიც ამ კვირას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც „როიტერი“ წერს, მარტინესის მეგობრებმა და თანაგუნდელებმა ყოფილ პარტნიორთან გამომშვიდობების ცერემონიისას, მისი კუბო საფეხბურთო მინდორზე მიიტანეს და გარდაცვლილს ბოლო გოლის „გატანის“ საშუალება მისცეს – ბურთი კუბოს ისე მიარტყეს, რომ ასხლეტის შემდეგ ის კარში შევარდა.

მარტინესის მკვლელობა ქალაქ ოახაკაში მოხდა. პრესის ინფორმაციით, ქუჩაში ბიჭი პოლიციამ გამოასალმა სიცოცხლეს, რადგან ის დამნაშავე ეგონა. ამ ინციდენტმა მთელ ქვეყანაში ძლიერი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, ხალხი ქუჩაში პროტესტით გამოვიდა. მარტინესის დაკრძალვას დაახლოებით 300 ადამიანი დაესწრო.

მარტინესი „მონტერეის“ მეორე გუნდში თამაშობდა და აშშ-სა და მექსიკის მოქალაქეობა ჰქონდა. ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ დააკვირდება გამოძიების საქმეს.