მექსიკას სურს არგენტინას ლა ლიგის 15 წლის რეკორდსმენი წაართვას
მექსიკას სურს არგენტინას ლა ლიგის 15 წლის რეკორდსმენი წაართვას

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა დაინტერესება ეროვნულ გუნდში „მალიორკას“ ნახევარმცველის ლუკა რომეროს მიწვევის შესახებ. 15 წლის ფეხბურთელი მექსიკის ქალაქ ვიქტორია-დე-დურანგოში დაიბადა. ის ნატურალიზებულია არგენტინაში. შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონში რომერო გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის ლიგაში უთამაშია.

„ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ვაკვირდებით. არსებობს გარკვეული პროცედურა, რომელიც უნდა გავიაროთ. ამ მომენტისთვის ჩვენ ვაგრძელებთ საუკეთესო მექსიკელი ფეხბურთელების ძიებას, რომლებიც კარგი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხერარდო ტორადომ.

თავად რომერომ უკვე გამოთქვა სურვილი მომავალში არგენტინის ნაკრების ღირსება დაიცვას.