მექსიკამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა
მექსიკამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკის ჯანდაცვის უწყებამ კორონავირუსით ინფიცირების 18 670 და გარდაცვალების 1 506 შემთხვევა აღრიცხა. ამგვარად, ქვეყანაში კორონავირუსის საერთო შემთხვევების რაოდენობამ მილიონ 825 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 155 145 შეადგინა.
ინდოეთის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით 153 847 ადამიანი გარდაიცვალა. სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა ათჯერ აღემატება მექსიკისას.