მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

11:28, 03.02.2021

ექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ წერს, ამის სესახე პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მექსიკურმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტი რუსული ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზის მიღებაზე. კერძოდ, მექსიკა ვაქცინის 400 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს, ერთ მილიონ დოზას – მარტში, ექვს მილიონს – აპრილში და დანარჩენს – მაისში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით რუსული ვაქცინა სიმპტომური „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.

მექსიკა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი