მექსიკამ გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განათავსა
მექსიკამ გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განათავსა

მექსიკამ ქვეყნის სამხრეთით, გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განათავსა. უსაფრთხოების გაძლიერება ქვეყანაში არალეგალური გზით მიგრანტების ნაკადის შემცირებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ნაბიჯი მექსიკის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკურ საქონელზე ყოველკვირეულად 5%-იანი ტარიფის დაწესებით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიიღებდა ზომებს მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად.