მექსიკის გრანპრი დაკარგავს ადგილს ფორმულა 1-ის კალენდარში 2019 წლის სეზონის შემდეგ, – ამის შესახებ წერს „ი ეს პი ენ მეხიკო“ (ESPN Mexico).
წყაროს ცნობით, „სამეფო რბოლების“ ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ფინანსურ საკითხებზე მექსიკურ მხარესთან მოლაპარაკება. ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის, ადგილობრივ მთავრობას უნდა გამოეყო უახლოეს ხუთ წელზე 41.5 მილიონი დოლარი, რაც არ გააკეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკის გრანპრი ორგანიზაციის მხრივ საუკეთესო აღიარეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში..
შეგახსენებთ, რომ გაისად ფორმულა 1-ის კალენდარში ბრუნდება ჰოლანდიის გრანპრი.