მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია - ფეხბურთის ფედერაციაში ქალთა თასის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ქალთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდია უძღვებოდნენ.
წინასწარი ეტაპის შემდეგ, საქართველოს თასისთვის მებრძოლი გუნდების რაოდენობა რვამდე შემცირდა – საპატიო ტიტულისთვის ბრძოლას ქალთა ლიგის ექვსი და ქალთა ლიგა 2-ის ორი გუნდი აგრძელებს.
წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ნორჩი დინამო – ლანჩხუთი
დიდგორი – ფენიქსი
გორი იუნაიტედი – კოლხეთი ხობი
ნიკე – კვარტალი
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესს „ნიკესა“ და „კვარტალის“ დაპირისპირება იწვევს. „ნიკე“ მოქმედი ჩემპიონია, „კვარტალი“ – მისი კონკურენტი და ყველაზე პრინციპული მეტოქე.
საქართველოს ქალთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 3 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი. ისევე როგორც კაცების ტურნირებზე, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ქალთა შორისაც ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.