მეოთხედფინალის წინ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე შემადგენლობიდან ამოვარდა | იაპონია 2019
მეოთხედფინალის წინ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე შემადგენლობიდან ამოვარდა | იაპონია 2019

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ შემადგენლობიდან ჯორჯ ფორდი ამოაგდო, რაც დიდი მოულოდნელობა გახდა გულშემატკივრებისთვის, რადგან ფორდი მიმდინარე ტურნირზე ინგლისელთაგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშე იყო.

თუმცა, მწვრთნელი ედი ჯონსი თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის ადგილას ოუენ ფერელმა უნდა ითამაშოს, იმ პოზიციაზე კი, სადაც ეს უკანასკნელი თამაშობდა ჯგუფურ ეტაპის მატჩებში, ჰენრი სლეიდი დადგება.

„ავსტრალიას განსაკუთრებული დაცვა ჰყავს და ვფიქრობ, ეს სამი მოთამაშე – ფერელი, სლეიდი და მანუ ტუილაგი ეფექტურად შეძლებენ მათ შეწუხებას“, – განაცხადა ედი ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური მატჩი ინგლისსა და ავსტრალიას შორის 19 ოქტომბერს გაიმართევა და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თამაში თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება.

 

დატოვე კომენტარი