მეორედ საქართველოში - „არენამ“ კუდოს ჩემპიონატს უმასპინძლა
მეორედ საქართველოში - „არენამ“ კუდოს ჩემპიონატს უმასპინძლა

სპორტკომპლექს „არენაში“ კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა.

ჩემპიონატი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი „ანეთი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალსოფელი“ მონაწილეობდნენ. დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

საქართველოს ჩემპიონატს აგრეთვე ესწრებოდა წარმატებული ქართველი კუდოისტი, მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რაულ თუთარაული.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. უფროსებს შორის ოქროს მედლებს სალომე გველესიანი, ნიკა ხუდოიანი და კოტე ჯანგავაძე დაეუფლნენ;

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში მეორედ ჩატარდა და შეჯიბრში საქართველოში არსებული სხვადასხვა კუდოს კლუბიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.