მეორე სანაკრებო მატჩი გორში - საქართველო-უზბეკეთს „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT
მეორე სანაკრებო მატჩი გორში - საქართველო-უზბეკეთს „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვედრას გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ჩაატარებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმის არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ ეროვნული გუნდი 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და გადაწყდა, რომ მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

გორში აქამდე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრაც გამართულა. 2017 წელს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები და ფინალი ჩატარდა. სტადიონს ასევე უმასპინძლია საქართველოს თასის ფინალისა და სუპერთასის მატჩებისათვის.

 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00

საქართველო – შვედეთი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00

საქართველო – უზბეკეთი