ფორმულა 1-ის კალენდარში, შესაძლოა, მეორე იაპონური ეტაპი გაჩნდეს. F1i იტყობინება, რომ სარბოლო სერიის ხელმძღვანელობა იაპონურ ბაზარს მომხიბლავსა და პერსპექტიულს უწოდებს. უფრო ადრე, სუზუკას ავტოდრომზე იაპონიის გრანპრის ჩატარებაზე ხელშეკრულება 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
როგორც ირკვევა, კიდევ ერთ რბოლას იაპონიაში ქალაქი ოსაკა უმასპინძლებს, თუმცა, ეს 2025 წლამდე არ მოხდება.
„ძალიან გვინდა რბოლის გამართვა ოსაკაში, თუ შევძლებთ მთელი მსოფლიოდან ინვესტორების მოზიდვას, შესანიშნავ გარღვევას შევძლებთ. საქალაქო ტრასაზე ვარსკვლავების გამოჩენა შეიძლება რეალური გახდეს“, – განაცხადა ქალაქის მერმა ჰიროფუმი იოშიმურამ.