მეორე ოქრო კონტინენტის პირველობაზე - არტიუშ გომციანი ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
მეორე ოქრო კონტინენტის პირველობაზე - არტიუშ გომციანი ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა არტიუშ გომციანმა (60კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს უმაღლესი სინჯის მეორე მედალია კონტინენტის პირველობაზე. შეგახსენებთ,რომ ცოტა ხნით ადრე სახილ ალახვერდოვმა ფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელ მოკრივე დაამარცხა და ჩვენს ეროვნულ გუნდს პირველი ოქროს მედალი შესძინა.

დღეს ტურნირზე კონტინენტის ჩემპიონობისთვის კიდევ ორი ქართველი მოკრივე იბრძოლებს. ლაშა გურული (67 კგ) სერბ მოკრივეს შეხვდება, ხოლო გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ) მასპინძელ, სომეხ სპორტსმენთან გაარკვევს ოქროს მედლის ბედს.