მეორე გამარჯვება ქარის თასზე - „შავმა ლომმა“ „ისთერნ ფროვინს ელეფანტსი“ დაამარცხა #1TVSPORT
მეორე გამარჯვება ქარის თასზე - „შავმა ლომმა“ „ისთერნ ფროვინს ელეფანტსი“ დაამარცხა #1TVSPORT

დღეს, 7 აპრილს, „შავი ლომი“ ქარის თასის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკულ „ისთერნ ფროვინს ელეფანტსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა პორტ-ელიზაბეთში, „მადიბაზ სთედიუმზე“ გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „შავი ლომის“ სრული დომინაციით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა – 3:17 ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.

მატჩის მეორე ტაიმი კი კარდინალურად განსხვავებული გამოდგა. სამხრეთაფრიკელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 19 ქულის აღება მოახერხეს. შეხვედრის ბოლო წუთებზე საკმაოდ სახიფათო ანგარიში იყო 22:25 და ბურთს კვლავ მეტოქე გუნდის მორაგბეები აკონტროლებდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „შავმა ლომმა“ ქარის თასზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“  ქარის თაის პირველ ტურში „გოსჰოქსი“ 34:10 დაამარცხა.

„შავი ლომი“

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური (კაპ), 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.