მეორე გამარჯვება ესტონეთთან
მეორე გამარჯვება ესტონეთთან
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები თბილისში ესტონელ თანატოლებს მეორედ შეხვდა და ამჯერადაც დაამარცხა მეტოქე.
 
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ ამ შეხვედრაში ანგარიში 46-ე წუთზე „მაგდებურგის“ ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელმა, შალვა ოგბაიძემ გახსნა.
88-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ „საბურთალოს“ ფეხბურთელმა დიტო ფაჩულიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 საქართველოს სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ესტონეთთან პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო – 3:0.