მეორე დრამატული მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის
მეორე დრამატული მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის

საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე შეხვედრაშიც 7 ქულის სხვაობით 40:33 დამარცხდა. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა u19 საერთაშორისო, მოსამზადებელი სერიების მეორე მატჩი შევარდენის ბაზაზე გამართა.

შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრებმა ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს, საქართველოს ნაკრებმა კი მეტოქეს ორი ლელოთი უპასუხა და შესვენებაზე სამხრეთ აფრიკა 14 ქულიანი უპირატესობით (12:26) გავიდა. ჩვენს ნაკრებში თავი ქუშაშვილმა და ხეხელაშვილმა გამოიჩინეს. ერთი გარდასახვა კი მარგიანმა ზუსტად შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარში ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს განსხვავებული მეორე ტაიმი შესთავაზა. შეხვედრის განახლების შემდეგ, მე-60 წუთზე ანგარიშის სხვაობა სოლიდური იყო სტუმართა სასარგებლოდ. უმცროსმა ქურციკებმა საკუთარ მონაგარს კიდევ ორი გარდასახული ლელო შემატეს და ანგარიში 40:12 გახლდათ.

სწორედ შეხვედრის ბოლო 20 წუთში ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა მატჩის შემობრუნება მოახერხეს, მეტოქეს სამი გარდასახული ლელო გაუტანეს და მეტოქეს არც ერთი ქულის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცეს. ამჯერად თავი იაშაღაშვილმა, მარგალიტაძემ და კოხოძემ გამოიჩინეს. სამივე გარდასახვა კი ზუსტად ლაშა ლომიძემ შეასრულა. მატჩი საბოლოო ანგარიში სამხრეთ აფრიკელთა სასარგებლოდ 40:33 დაფიქსირდა.