სპეციალური ადგილების გარდა, მეორადი საბურავების, ფერადი ლითონის, ფეთქებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია ჯარიმას გამოიწვევს
სპეციალური ადგილების გარდა, მეორადი საბურავების, ფერადი ლითონის, ფეთქებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია ჯარიმას გამოიწვევს

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ასევე ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი, ამტვერებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ფულად ჯარიმებს გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიცირება 4 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

ცვლილებებით, ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას- 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6000 ლარის ოდენობით.